დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში სიახლეები იქნება უკრაინიდან სანქციებთან დაკავშირებით - ხოშტარია

გამოქვეყნდა:

"დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში სიახლეები იქნება უკრაინიდან სანქციებთან დაკავშირებით.

ასევე უკვე შემდგარი ფაქტი: ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფი (LSEG), კომპანია, რომელიც პასუხისმგებელია City-ს საფონდო ბირჟის მენეჯმენტზე, ცოტა ხნის წინ სანქციების გარანტიები მისცა უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ სააგენტოს, NAPC-ს. ისინი დაეყრდნობიან NACP-ის რეესტრს საკუთარი მონაცემთა ბაზის განახლებისას.

ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილთან და მის საყრდენ ოლიგარქებთან ბიზნეს გარიგებების დადება, მათ კომპანიებში ინვესტირება, დონორებთან თანამშრომლობა ხდება სარისკო. ეს ფინანსურ რესურსებზე წვდომის პრაქტიკულად შეზღუდვას ნიშნავს". 

წერს "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი