იზიუმში ცხედრების ექსჰუმაცია დასრულდა 

გამოქვეყნდა:

ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში, რომელიც გათავისუფლდა ოკუპაციისგან, რუსული ჯარების წასვლის შემდეგ აღმოჩენილი საფლავებიდან ცხედრების ექსჰუმაცია დასრულდა. 

"სულ ამოსვენებულია 436 ცხედარი, მათგან უმეტესობას ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები, 30-ს კი წამების ნიშნები აქვს.

დაღუპულთა უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა, 21 სამხედრო. არის ცხედრები კისერზე თოკით, ხელები შეკრული, მოტეხილი კიდურები და ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები. რამდენიმე მამაკაცს სასქესო ორგანო მოკვეთეს,"- წერს ხარკოვის ოლქის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი.

 სინეგუბოვის თქმით, იზიუმში მდებარე მასობრივი საფლავი ერთადერთი არ არის.

"ამ ტერიტორიაზე სულ მცირე კიდევ 3 ასეთი ადგილი აღმოაჩინეს, ხარკოვის რეგიონის სხვა განთავისუფლებულ ქალაქებში არის სამარხები. ამჟამად მიმდინარეობს შემოწმება და განაღმვა", - აღნიშნა სინეგუბოვმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი