"ირანმა უკრაინელების მკვლელობის მხარდაჭერა გადაწყვიტა" | პოდოლიაკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის მიერ ე.წ "კამიკაძე" დრონების გამოყენებას ეხმაურება და წერს, რომ ირანმა გადაწყვიტა მხარი დაუჭიროს რუსეთს  უკრაინელების მკვლელობისთვის და მათ თანამედროვე დრონები გადასცეს. 

"ირანმა გადაწყვიტა მხარი დაუჭიროს რუსეთს და ტექნოლოგიურად ჩამორჩენილ ქვეყანას უკრაინელების მკვლელობისთვის თანამედროვე დრონები მისცეს..წლების განმავლობაში სანქციების, იზოლაციის, ამაზრზენი რეპუტაციის შემდეგ - ირანის ელიტამ ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერა, როგორ ამაღლდეს ცივილიზაციის ფსკერიდან" - წერს პოდოლიაკი 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი