"აშიმშილებდნენ და წყალს არ ასმევდნენ" | რას ყვება "აზოვის" მეთაურის მოადგილე მებრძოლების ტყვეობაზე

გამოქვეყნდა:

"ტყვეობიდან გათავისუფლებულ აზოვსტალის ყველა დამცველს დახმარება სჭირდება, რადგან მათ ძალიან მძიმე მორალური და ფიზიკური მდგომარეობა აქვთ", - ამის შესახებ აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილემ განაცხადა.

მისივე თქმით, ტყვეობიდან გათავისუფლებულები სამედიცინო დახმარებას იღებენ, რადგან ეს დახმარება აბსოლუტურად ყველამათგანს სჭირდება. გარდა ამისა, მისივე თქმით რუსმა ოკუპანტებმა "აზოვსტალის" ყველა მცველი აწამეს.

"ძალიან რთული აქვთ როგორც მორალური, ისე ფიზიკური მდგომარეობა, ყველა აწამეს. ეს მათი სიტყვებიდან დასტურდება. ძალიან საშინელ ამბებს ყვებიან. მათ შესაბამისი რეაბილიტაცია სჭირდებათ, ახლა საუკეთესო დაწესებულებებში მკურნალობენ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მათი ფიზიკური და მორალური მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის“, - აღნიშნა "მოლფარმა".

მან ასევე განმარტა, რომ ზოგიერთი მეთაური მოსკოვში იმყოფებოდა, ხოლო დანარჩენი პატიმრები დონეცკის წინასწარი დაკავების იზოლატორში და ოლენევკაში იმყოფებოდნენ.

"შეიძლება ვთქვათ, რომ ყველაზე საშინელი ადგილი დონეცკის წინასწარი დაკავების ადგილია. წამებას იყენებდნენ აბსოლუტურად ყველგან - შიმშილით იხოცებოდნენ, ჩვენ გვყავს მებრძოლები, რომლებმაც წონაში 50%-მდე დაიკლო. უბრალოდ წყალს არ აძლევდნენ", - ამბობს "მოლფარმა".

შეგახსენებთ, რუსი ოკუპანტების ტყვეობიდან  215 უკრაინელი ჯარისკაცი, "აზოვსტალის" მცველები, მათ შორის 10 უცხოელი გათავისუფლდა. სანაცვლოდ რუსეთს დაუბრუნეს ოლიგარქი, ვიქტორ​ მედვედჩუკი და 55 ოკუპანტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი