ფრანგი დეპუტატები პარტიების რუსეთიდან დაფინანსების შესახებ ცნობების გამოძიებას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

ფრანგი დეპუტატები პოლიტიკური პარტიების რუსეთიდან დაფინანსების შესახებ ცნობების გამოძიებას 
ითხოვენ. უცხოური მედია წერს, რომ ქვეყნის ეროვნული ასამბლეის წევრებმა განაცხადეს, რომ ცნობების გამოსაძიებლად მათ თხოვნით პარლამენტის ქვედა პალატის პრეზიდენტს მიმართეს, რისთვისაც კომისიაა შესაქმნელი. 

იაელ ბრაუნ-პივესადმი მიწერილ წერილში კანონმდებლები ამბობენ, რომ ამ ნაბიჯს ბიძგი მისცა აშშ-ის დაზვერვის მონაცემების გასაჯაროებამ, რომლის თანახმადაც რუსეთმა უცხო ქვეყნების პარტიებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით, ასობით მილიონი ევრო დაახარჯა.

პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტია "აღორძინების" წევრი რვა დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ პოლიტიკოს მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია, ეროვნული გაერთიანება კვლავ იხდის რუსეთის ბანკების მიერ გაცემულ სესხს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 13 სექტემბერს გამოაცხადა, რომ რუსეთმა 2014 წლის შემდეგ ფარულად 300 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა პოლიტიკოსებზე და სხვა ოფიციალურ პირებზე გავლენის მოსახდენად, ოცზე მეტ სახელმწიფოში.

ანგარიშში დასახელებული არ არის რუსეთის კონკრეტული სამიზნეები, თუმცა ნათქვამია, რომ რუსეთი სავარაუდოდ სულ უფრო ინტენსიურად მიმართავს ფარულ პოლიტიკურ დაფინანსებას, რათა ძირი გამოუთხაროს უკრაინაში შეჭრის გამო მისთვის დასავლეთის მხრიდან დაწესებულ სანქციებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი