რუსეთის ე.წ. რეფერენდუმების გამო, უკრაინა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვას ითხოვს

გამოქვეყნდა:

უკრაინა ქვეყნის  ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ "რეფერენდუმების" გამართვასთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს.

განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ოლეგ ნიკოლენკომ გააკეთა.

 "რუსეთი პასუხისმგებელია გაეროს წესდების დარღვევით უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლის შემდგომ მცდელობებზე"- აცხადებს ის.

ცნობისთვის, გასულ კვირას უკრაინის 4 ოკუპირებულ რეგიონში "რუსეთთან მიერთების" საკითხზე ე.წ  რეფერენდუმები დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი