რუსეთი, შესაძლოა, ემზადებოდეს უკრაინელი სამხედრო ტყვეების იძულებითი მობილიზაციისთვის - ISW

გამოქვეყნდა:

ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) ვარაუდობს, რომ რუსეთი შესაძლოა ემზადებოდეს უკრაინელი სამხედრო ტყვეების იძულებითი მობილიზაციისთვის, რაც წარმოადგენს სამხედრო ტყვეების შესახებ ჟენევის კონვენციის დარღვევას.

ISW ამბობს, რომ რუსეთის სახელმწიფო მედიამ 24 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოლენივკას ციხეში დაკავებულმა უკრაინელებმა ზეპირად "სთხოვეს" დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის (DNR) "ხელისუფლებას" მიეცეთ საშუალება ებრძოლათ მოხალისეთა ბატალიონში.

ინსტიტუტის ანალიზის მიხედვით, რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებები იმის შესახებ, თუ რომელი კატეგორიის რუსი კაცები გათავისუფლდებიან ნაწილობრივი მობილიზაციისგან, შესაძლოა არ ასახავდეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განზრახვებს ან ბრძანებებს.

აქედან გამომდინარე, ISW ვარაუდობს, რომ პასუხისმგებლობა ნაწილობრივი მობილიზაციისთვის, როგორც ჩანს, არათანაბარი და რთულია, რაც შესაძლოა ხელი შეუწყოს დაბნეულობას, დეზორგანიზაციას და შოიგუს გათავისუფლების ვალდებულებების დარღვევას.

ISW ასევე ვარაუდობს, რომ სამხედრო კომისრების მუდმივი ცნობები მობილიზაციის ბრძანებების ქაოტური გადაცემის შესახებ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი იმყოფებიან მნიშვნელოვანი ზეწოლის ქვეშ, რომ მობილიზაცია მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი