შესაძლოა მოსკოვმა მობილიზაცია ეროვნული გვარდიის გასაძლიერებლად გამოიყენოს - ბრიტანეთის დაზვერვა

გამოქვეყნდა:

ბრიტანეთის დაზვერვის განახლებაში ნათქვამია, რომ არსებობს რეალური შესაძლებლობა მოსკოვმა მობილიზაცია "როსგვარდიის" ქვედანაყოფების დამატებითი ცოცხალი ძალით გასაძლიერებლად გამოიყენოს. 

უწყება წერს, რომ 21 სექტემბერს "დუმის" დეპუტატმა ალექსანდრე ხინშტეინმა მოუწოდა კოლეგებს სამხედროების ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთის ეროვნულ გვარდიაზე გავრცელდეს.

რუსეთის ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფები ახლა ხელს უწყობენ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთთან შეერთების შესახებ „რეფერენდუმის“ ჩატარებას. ბრიტანული დაზვერვის თანახმად, გვარდია ცუდად იყო მომზადებული უკრაინაში ინტენსიური საომარი მოქმედებებისთვის.

დაზვერვა ვარაუდობს, რომ ეროვნული გვარდია, სავარაუდოდ, განსაკუთრებული ზეწოლის ქვეშ იმყოფება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი