ხერსონში რადას ყოფილი დეპუტატი დაიღუპა, რომელმაც "რეფერენდუმში" "ხმა მისცა" - მედია

გამოქვეყნდა:

წინასწარი მონაცემებით, სავარაუდოდ, ორი ადამიანი დაიღუპა ხერსონის ცენტრში სარაკეტო თავდასხმის შედეგად. რუსული მედია წერს, რომ ერთ-ერთი მათგანი რადას ყოფილი დეპუტატი, ოლექსი ჟურავკოა. 

23 სექტემბერს ჟურავკოვმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ხერსონში "რეფერენდუმზე" "ხმა მისცა".

რუსები თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებენ.

2015 წელს ჟურავკო რუსეთში გაემგზავრა, უკრაინის სპეცსამსახურებმა ის დაუსწრებლად გამოაცხადეს რამდენიმე სისხლის სამართლის მუხლით ეჭვმიტანილად. ყოფილი დეპუტატი ხერსონის რაიონში დაბრუნდა გაზაფხულზე, როდესაც იგი თითქმის მთლიანად დაიპყრო რუსეთის არმიამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი