
ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის განცხადებით, ოკუპანტებს იმ ადამიანების შესახებ ვინც "რეფერენდუმის" წინააღმდეგ აძლევს ხმას, ცალკე სია აქვთ შედგენილი. მისი განცხადებით, არავინ იცის როგორ დასჯიან ამ მოქალაქეებს.
"რეფერენდუმს არანაირი ძალა არ აქვს. ოკუპანტები ადამიანები სახლებიდან გამოჰყავთ და ხმის მიცემას იარაღის მუქარით აიძულებენ. იმ ადამიანების შესახებ ვინც რეფერენდუმის წინააღმდეგ აძლევს ხმას, ცალკე სია აქვთ შედგენილი. არავინ იცის როგორ დასჯიან ამ მოქალაქეებს. რამდენიმე საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა ლუგანსკის ოლქში. ადამიანებს რომლებიც რეფერენდუმზე მივიდნენ და მხარი დაუჭირეს, პოლიციამ დაიჭირა და სამხედრო ბაზაზე გააგზავნა", - ამბობს გაიდაი.
ცნობისთვის, გასულ კვირას უკრაინის 4 ოკუპირებულ რეგიონში "რუსეთთან მიერთების" საკითხზე ე.წ რეფერენდუმები დაიწყო.