
ღამით ხანძარი გაჩნდა ლენინგრადის ოლქის გაჩინას რაიონში, სიასკელევსკის სოფლის დასახლების ადმინისტრაციის შენობაში.
ცეცხლი ფანჯრიდან შეგდებულმა "მოლოდოვის კოქტეილმა" გამოიწვია. ხანძრის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამინისტროში ადასტურებენ.
მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
რუსეთში, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, სამხედრო კომისარიატებისა და ადმინისტრაციული შენობებისთვის ცეცხლის წაკიდების ახალი ტალღა დაიწყო.