რუსეთი ამტკიცებს, რომ "რეფერენდუმებს" 40 ქვეყნიდან ასზე მეტი დამკვირვებელი აკვირდება

გამოქვეყნდა:

რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ამტკიცებს, რომ 40 ქვეყნიდან 100-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება "რეფერენდუმებზე" ხმის მიცემის პროცესს უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში.

მისი მტკიცებით, ყალბია ინფორმაცია, რომ უკრაინას აქვს უცხოელი დამკვირვებლების სია.

"რა თქმა უნდა, ყველა სახის პროვოკაცია გაგრძელდება, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ამისთვის", - თქვა მან

ცნობისთვის, უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში - დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში "რუსეთთან შეერთების რეფერენდუმი" 23 სექტემბერს დაიწყო. "ხმის მიცემა" 5 დღე გაგრძელდება. საერთაშორისო საზოგადოება და დასავლეთი ე.წ. რეფერენდუმს არ აღიარებს და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი