"არ უნდა მოვუსმინოთ პუტინის ყალბ მუქარებს, უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა" | ტრასი

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ლიზ ტრასის თქმით, მოკავშირეები მტკიცედ უნდა დადგნენ უკრაინის გვერდით და არ უნდა მოუსმინონ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მუქარას. ამის შესახებ ტრასმა CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.

"ჩვენ არ უნდა მოვუსმინოთ მის [პუტინის] ყალბ მუქარას. ამის ნაცვლად,  ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სანქციების დაწესება რუსეთზე და უკრაინელების მხარდაჭერა", - თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. განკარგულების თანახმად, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარება მხოლოდ მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად რეზერვში არიან და, უპირველეს ყოვლისა, ისინი, ვინც შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობები და შესაბამისი გამოცდილება. ამის შემდეგ პუტინმა კიდევ ერთხელ დაიმუქრა და თქვა, რომ მის ქვეყანას აქვს ბირთვული იარაღი და საფრთხის შემთხვევაში, "ხალხის დასაცავად", ყველა საშუალებას გამოიყენებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი