The Crown-ის ახალი სეზონი 9 ნოემბერს გამოვა - ინფორმაციას Netflix ავრცელებს.
დრამატული სერიალი დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ცხოვრების შესახებაა გადაღებული. როგორც ცნობილია, მომავალ სეზონში მაყურებელი ახალ მსახიობებს იხილავს - დედოფალ ელისაბედ მეორის როლს იმელდა სტაუნტონი შეასრულებს, პრინც (ახლა კი უკვე მეფის) როლს კი დომინიკ უესტი მოირგებს. პრინცესა დიანას როლში ელიზაბეტ დებიკი იქნება.
უცხოური მედია წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს შოუ წინა ოთხი სეზონის განმავლობაშიც საკულტო ფავორიტად მოიაზრებოდა, დედოფლის გარდაცვალების შემდეგ, მან მაყურებლის განახლებული ინტერესი გამოიწვია.
აქვე, საერთაშორისო წყაროებზე დაყრდნობით, მედია წერს, რომ The Crown-ის მაყურებელი დედოფლის გარდაცვალების შემდეგ 800%-ით გაიზარდა.