მობილიზაციის გამო, რუსეთმა როსტოვის ოლქი ჩაკეტა - უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, მობილიზაციის გამოცხადებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის როსტოვის ოლქი ჩაიკეტა, როგორც შემსვლელთათვის ისე გამომსვლელთათვის.

"პირებს, რომლებიც არ იმყოფებიან რეგისტრაციის ადგილზე, ნათესავების მეშვეობით სამი დღის ვადაში გამოცხადება უბრძანეს", - წერს შტაბი.

უწყების ცნობით, ბელგოროდის რეგიონში შეკრების პუნქტებში მისულ პერსონალს ეცნობა სია, თუ რა უნდა შეიძინონ საკუთარი ხარჯებით - კერძოდ, ეს არის თბილი ტანსაცმელი.

უკრაინის გენშტაბი ამბობს, რომ 24 სექტემბერს, სევასტოპოლში, შავი ზღვის ფლოტის საავტომობილო ბატალიონის ბაზაზე მობილიზებულთა წვრთნა დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი