რუსეთმა უკრაინაში უკვე 57 000-ზე მეტი სამხედრო დაკარგა - უკრაინის გენშტაბის მონაცემები

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 26 სექტემბერს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 57 200;
  • ​ტანკი - 2 290;
  • ჯავშანტექნიკა - ​4 857;
  • საარტილერიო სისტემა - 1 369;
  • სარაკეტო სისტემა - 330;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 172;
  • თვითმფრინავები - 260;
  • ვერტმფრენი - 224;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 970;
  • საკრუიზო რაკეტები - 241;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 3 711;
  • გემი/ნავი/კატარღა - 15;
  • სპეციალური აღჭურვილობა - 131.

 კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ აახლებს. 21 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, რომ რუსეთმა ომში 5 937 სამხედრო დაკარგა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი