"ჩვენ ვომობთ ნატოსთან" - პროპაგანდისტებმა კრემლისგან სახელმძღვანელო მიიღეს, როგორ უნდა გაამართლონ მობილიზაცია

გამოქვეყნდა:

კრემლმა პროპაგანდისტებს სახელმძღვანელო გაუგზავნა, რომელიც მათი აზრით რუსეთის მოსახლეობას ომში წასვლაში დაეხმარება.

დოკუმენტი გამოცემა Meduza-ს თანამშრომლებთანაც მივიდა, რომლებმაც ეს ინფორმაცია გაავრცელეს.

რუსეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ხალხი დაიჯერებს შემდეგ თეზისებს:
 

  • რუსეთის ხალხმა ნატოს საფრთხის წინაშე უნდა გაილაშქროს, რადგან ისინი რუსეთს "დაანგრევენ და გაძარცვავენ";
     
  • უკვე შეუძლებელია განზე დგომა და მხოლოდ დონბასის მცხოვრებლებზე და კონტრაქტორებზე დაყრდნობა. ფრონტი 1000 კმ-ია, კიევის რეჟიმი კი ნატოს იარაღით "რუს ხალხს" კლავს
     
  •  "ჩვენ ვიცავთ საკუთარ თავს";
     
  • პუტინმა მობილიზაცია გამოაცხადა „ზუსტად იმ მომენტში, როცა აუცილებელი იყო და ეს დაეხმარება სპეცოპერაციის მიზნების მიღწევაში“;
     
  • რუსეთი ომობს არა უკრაინასთან, არამედ ნატოსთან;

...

შეგახსენებთ, რომ რუსეთში პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა, თუმცა  ამ გადაწყვეტილებას ქვეყანაში დიდი პროტესტი მოჰყვა, განსაკუთრებით ეთნიკურ უმცირესობებში. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი