შესაძლოა, პუტინმა 30 სექტემბერს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებს რუსეთთან შეერთება გამოაცხადოს - ბრიტანეთი

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განახლებაში ნათქვამია, რომ პარასკევს, 30 სექტემბერს, რუსეთი პრეზიდენტი პუტინი სიტყვით გამოვა რუსეთის პარლამენტის ორივე პალატაში და არსებობს შესაძლებლობა, რომ ოფიციალურად გამოაცხადოს "უკრაინის ოკუპირებული რეგიონების რუსეთის ფედერაციაში შეერთება".

"არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ პუტინმა გამოიყენოს თავისი მიმართვა, რათა ოფიციალურად გამოაცხადოს უკრაინის ოკუპირებული რეგიონების რუსეთის ფედერაციაში შეერთება. ამ ტერიტორიებზე ამჟამად მიმდინარე რეფერენდუმი 27 სექტემბერს უნდა დასრულდეს", - წერს დაზვერვა. 

უწყების ცნობით, "გაწევრიანების" ნებისმიერი განცხადება განიხილება, როგორც "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" გამართლება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი