
რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ამბობს, რომ "საჭიროების შემთხვევაში", რუსეთს აქვს უფლება ბირთვული იარაღი გამოიყენოს და ეს "ნამდვილად არ არის ბლეფი".
მედვედევის თქმით, მოსკოვს მოუწევს უპასუხოს მუქარას, თუ ის "საზღვრებს მიღმა იქნება".
გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ NATO "პირდაპირ არ ჩაერთვება კონფლიქტში ამ სცენარის შემთხვევაშიც".
შეგახსენებთ, რომ რუსეთში პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. განკარგულების თანახმად, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარება მხოლოდ მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად რეზერვში არიან და, უპირველეს ყოვლისა, ისინი, ვინც შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობები და შესაბამისი გამოცდილება. ამის შემდეგ პუტინმა კიდევ ერთხელ დაიმუქრა და თქვა, რომ მის ქვეყანას აქვს ბირთვული იარაღი და საფრთხის შემთხვევაში, "ხალხის დასაცავად", ყველა საშუალებას გამოიყენებს.