"ბუჩამდე იყო აფხაზეთი" - გონჩარენკო

გამოქვეყნდა:

უკრაინის რადის დეპუტატი, ოლექსეი გონჩარენკო Twitter-ზე ეხმაურება კამპანიას, ბუჩამდე იყო აფხაზეთი და წერს, რომ ბუჩა არ იყო პირველი ადგილი, სადაც რუსეთმა საშინელებები ჩაიდინა.

"ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა რუსეთმა ბუჩის მსგავსი საშინელებები ჩაიდინა. მანამდე აფხაზეთი იყო. ახლა აქტივისტებმა გადაწყვიტეს რუსული ბოროტმოქმედების არქივების გაციფრულება. ხალხს თავი მოჰკვეთეს, ცოცხლად დაწვეს, 800 ქალი გააუპატიურეს" წერს გონჩარენკო. 

 დღეს,  სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. 

ცნობისთვის, "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" -  თავისუფლების ინსტიტუტის, ტაბულას, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების, ევროპული საქართველოსა და აფხაზთა კრების მიერ წამოწყებული კამპანიაა. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი