სექსუალური ძალადობა და სიკვდილით დასჯა - გაეროს ანგარიში უკრაინაში მიმდინარე ომზე

გამოქვეყნდა:

გაეროს სადამკვირვებლო მისიის მონაცემებით, უკრაინაში, რუსული აგრესიას 15 000 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.  გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, მატილდა ბოგნერის განცხადებით, მისიის მოხსენება 2022 წლის 1 თებერვლიდან 31 ივლისის პერიოდს მოიცავს 

ანგარიშის მომზადებისას, სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა მოინახულეს  დაკავების ადგილები, პირისპირ ინტერვიუს გზით გაესაუბრნენ მსხვერპლებსა და მოწმეებს, მომზადდა და დამუშავდა 1000-ზე მეტი ინტერვიუ და სხვადასხვა წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციები. 

ბოგნერის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან, ამ კვირის ჩათვლით, დაიღუპა 5996 ადამიანი და დაშავდა 8848. დაღუპულთა შორის 382 ბავშვია. მისივე თქმით, ეს არის დადასტურებული შემთხვევები, თუმცა რეალური რიცხვები გაცილებით მაღალია.

საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა იძულებითი გაუჩინარებისა და თვითნებური დაკავების 407 შემთხვევა, საიდანაც მოგვიანებით 18 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს.

მან ასევე აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა გაუპატიურების 9 შემთხვევა - 8 ქალი და ერთი ბავშვი, სექსუალური ძალადობის 15 შემთხვევა მამაკაცებზე და 11 იძულებითი საჯარო გაშიშვლების შემთხვევა.

გაეროს მონაცემებით, ძალადობის 30 შემთხვევა რუსულმა, 2 კი უკრაინულმა ძალებმა ჩაიდინეს, ხოლო 11

"ჩვენ გავითვალისწინეთ, რომ უკრაინის მთავრობამ დაიწყო გამოძიება უკრაინის უშიშროების ძალების მიერ სამხედრო ტყვეების მიმართ არაადამიანური მოპყრობის, ასევე თვითნებური დაკავების შემთხვევებზე. ჩვენ ველით, რომ დამნაშავეები პასუხს აგებენ", - თქვა მან.

ბოგნერის ინფორმაციითვე, უკრაინელი სამხედრო ტყვეები ექვემდებარებიან სიკვდილით დასჯას, სექსუალურ ძალადობას და სხვა შეურაცხყოფას რუსული ძალებისა და მათთან დაკავშირებული შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი