რუსეთმა უკრაინაში უკვე 58 150 ჯარისკაცი დაკარგა - უკრაინის გენშტაბის მონაცემები

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 28 სექტემბერს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 58 150;
  • ​ტანკი - 2 312;
  • ჯავშანტექნიკა - ​4 889;
  • საარტილერიო სისტემა - 1 381;
  • სარაკეტო სისტემა - 331;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 175;
  • თვითმფრინავები - 262;
  • ვერტმფრენი - 224;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 989;
  • საკრუიზო რაკეტები - 242;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 3 742;
  • გემი/ნავი/კატარღა - 15;
  • სპეციალური აღჭურვილობა - 131.

 კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ აახლებს. 21 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, რომ რუსეთმა ომში 5 937 სამხედრო დაკარგა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი