ვგმობთ, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ დადგმულ უკანონო რეფერენდუმებს - საგარეო

გამოქვეყნდა:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ნაწილში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას. განცხადება უწყების Twitter-ზე გამოქვეყნდა.

"საქართველო გმობს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ დადგმულ უკანონო რეფერენდუმებს. უკრაინის ტერიტორიების ანექსიის ეს მცდელობები მიუღებელია. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას" - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ უკანონო რეფერენდუმები უკრაინის დროებით ოკუპირებულ მიწებზე 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და გუშინ, 27 სექტემბერს დასრულდა. ოკუპანტი რუსეთის მტკიცებით, მათთან შეერთებას მხარი მოსახლეობის თითქმის 100%-მა დაუჭირა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი