აშშ უკრაინას დამატებით 18 HIMARS-ს გადასცემს - AP

გამოქვეყნდა:

Associated press-ის ინფორმაციით, შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით 1.1 მილიარდი დოლარის დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ მედია ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. 

AP-ის ცნობით, ამ თანხით აშშ 18 მოწინავე სარაკეტო სისტემასა და სხვა სახის იარაღებს დააფინანსებს.

მედია წერს, რომ დახმარების პაკეტი მიცავს 18  მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემას (HIMARS).

ოფიციალურმა პირებმა მედიას უთხრეს, რომ HIMARS და სხვა მსგავსი სისტემები იყო უკრაინის საბრძოლო წარმატებების გასაღები ბოლო კვირებში. 

გამოცემის თანახმად, უახლესი პაკეტი უზრუნველყოფილია უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში, რომელიც აფინანსებს კონტრაქტებს იარაღისა და აღჭურვილობის შესაძენად. გამოცემა ასევე წერს, რომ საერთო ჯამში, აშშ-ს მიერ უკრაინის მიმართ გაცემული დახმარება 17 მილიარდ დოლარს აღწევს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი