
რუსმა ოკუპანტებმა დნიპროზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, დაიღუპა 3 და დაშავდა 5 ადამიანი. ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს.
მისივე განცხადებით, დაღუპულებს შორის ერთი ბავშვია.
"რუსებმა ღამით დნიპროს რაკეტები ესროლეს. მათ საცხოვრებელ უბნებს დაარტყეს. ამ დროისთვის ცნობილია სამი ადამიანის დაღუპვის შესახებ, მათ შორის ერთი ბავშვი. დაშავდა კიდევ ხუთი, მათ შორის 12 წლის გოგონა", - წერს რეზნიჩენკო
მისივე თქმით, მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ, შესაძლოა იქ ბავშვებიც იყვნენ. დაბომბვამ დააზიანა 60 სახლი და რამდენიმე მაღალსართულიანი შენობა.