"ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში აჩვენებს მის პოლიტიკურ გაკოტრებას, ის არ გამოხატავს ბელარუსი ხალხის ნებას" - ტიხანოვსკაია

გამოქვეყნდა:

"დიქტატორ ლუკაშენკას ვიზიტი აფხაზეთში აჩვენებს მის პოლიტიკურ გაკოტრებას და სრულ დამოკიდებულებას რუსეთზე. ის არ გამოხატავს ბელარუსი ხალხის ნებას. ჩვენმა გაერთიანებულმა გარდამავალმა კაბინეტმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს" - ასე ეხმაურება ბელარუსი ოპოზიციონერი ლიდერი,სვეტლანა ტიხანოვსკაია ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლას.

"ვიზიტს" გუშინვე "მთავარ არხთან" კომენტარში გამოეხმაურა ტიხანოვსკაიას პოლიტიკური მრჩეველი, ფრანაკ ვიაჩორკაც.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი