
ბრიტანეთის დაზვერვის განახლებაში ნათქვამია, რომ პუტინის მიერ "ნაწილობრივი მობილიზაციის" გამოცხადებიდან 7 დღის გასვლის შემდეგ რუსების მასიური გასვლა მოხდა ქვეყნიდან.
"მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი რიცხვები გაურკვეველია, ის, სავარაუდოდ, აღემატება 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ განლაგებული მთლიანი შემოჭრის ძალის ზომას", - წერია განახლებაში.
დაზვერვა წერს, რომ კარგად განათლებულები და შეძლებულები მეტნი არიან მათ შორის, ვინც ცდილობს დატოვოს რუსეთი. უწყება ვარაუდობს, რომ რეზერვისტებთან ერთად, რომლებიც მობილიზებულები არიან, "ტვინების გადინების" დაჩქრებას შიდა ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება.