გაზსადენზე მომხდარი ინციდენტი რუსეთის მიერ მოწყობილი საბოტაჟია - ბრენანი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ჯონ ბრენანი CNN-თან ამბობს, რომ Nord Stream-ის მილსადენებზე მომხდარი გაჟონვა რუსეთის მიერ მოწყობილი საბოტაჟია. მისი განცხადებით, რუსეთს ყველა შესაძლებლობა აქვს, რომ ბალტიის ზღვაში მილებზე ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟოს.

"ვფიქრობ ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ გაზსადენზე მომხდარი ინციდენტი რუსეთის მიერ მოწყობილი საბოტაჟია. ეს მილები წყალში მხოლოდ 200 მეტრის სიღრმეზეა და რუსეთს ყველა შესაძლებლობა აქვს, რომ იქ ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟოს. ეს ასევე არის ნიშანი იმისა, რომ რუსეთს შეუძლია მწვდეს უფრო შორეულ ტერიტორიის, ვიდრე რუსეთის საზღვრებია. არ ვიცი რას შეიძლება გეგმავდეს ახლა, მაგრამ მჯერა, რომ ეს არის საბოტაჟი და ყველაზე აშკარა ეჭვმიტანილი, სწორედ რუსეთია", - ამბობს ბრენანი. 

მისი განცხადებით, ეს არის ნიშანი, რომ რუსეთს დიდი ძალისხმევა არ დასჭირდება სხვა მილსადენების ასაფეთქებლადაც. იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი