უკრაინის ოკუპირებული რეგიონების "ლიდერები" მოსკოვში არიან. ამ ოლქების ანექსია ხვალ ოფიციალურად გაფორმდება. პუტინი ხელს მოაწერს "შეთანხმებას", რომლის მიხედვითა დონეცკი, ლუგანსკი, ზაპორჟიე და ხერსონი რუსეთის შემადგენელი ნაწილი გახდება.
კრემლში დაგეგმილი ცერემონიის საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.
სატელეფონო საუბრები შედგა ევროპელ ლიდერებთან, რომლებთანაც მთავარი საკითხად ფსევდორეფერენდუმი და მოსკოვის გეგმა განიხილა. პარალელურად მოსკოვი კვლავ განაგრძობს მობილიზაცია, რაც რუსეთში ყოველდღიურად აპროტესტებენ.