მივმართავთ საქართველოსა ბალტიისპირეთის ქვეყნებს, დაეხმარეთ ყირიმელ თათრებს მობილიზაციისგან თავის არიდებაში - ვერესჩუკი

გამოქვეყნდა:

 უკრაინის ვიცეპრემიერი, ირინა ვერეშჩუკი  საქართველოს, პოლონეთს, ლატვიასა და ლიეტუვას  მოუწოდებს, დაეხმარონ ყირიმელ თათრებს მობილიზაციისგან თავის არიდებაში.

ვერეშჩუკი საკუთარ ტელეგრამ არხზე წერს, რომ ყირიმში საოკუპაციო ხელისუფლებამ  არალეგალური მობილიზაცია დაიწყო და მიმდინარეობს ყირიმელი თათრებისა და ყირიმის სხვა ძველი მოსახლეობის მასობრივი მობილიზება.

"მივმართავთ პოლონეთის, ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვის და საქართველოს მთავრობებს ამ პრობლემისადმი ყურადღების მიქცევის თხოვნით. ვთხოვთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, ხელი შეუწყონ ყირიმის ძველი ხალხების წარმომადგენლების გადასვლას უკრაინის ყირიმისა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან მესამე ქვეყნებში. ახლა ყირიმის მკვიდრი ხალხების მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე,"- წერს ვერესჩუკი

მისივე თქმით, ყირიმელი თათრები ცდილობენ უკრაინის მეგობარ ქვეყნებში წასვლას, თუმცა ქართველი,  პოლონელი, ლატვიელი, ესტონელი, ლიეტუველი მესაზღვრეები ზოგჯერ უარს ეუბნებიან საზღვრის გადაკვეთაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი