რუსეთმა ომში უკვე 59 000-ზე მეტი სამხედრო დაკარგა | უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 30 სექტემბერს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 59 080;
  • ​ტანკი - 2 338;
  • ჯავშანტექნიკა - ​4 932;
  • საარტილერიო სისტემა - 1 391;
  • სარაკეტო სისტემა - 333;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 176;
  • თვითმფრინავები - 264;
  • ვერტმფრენი - 225;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1 003;
  • საკრუიზო რაკეტები - 246;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 3 768;
  • გემი/ნავი/კატარღა - 15;
  • სპეციალური აღჭურვილობა - 131.

 კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ აახლებს. 21 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, რომ რუსეთმა ომში 5 937 სამხედრო დაკარგა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი