რუსებმა ზაპოროჟიეში ჰუმანიტარული კოლონა დაბომბეს - დაღუპულია მინიმუმ 23 ადამიანი

გამოქვეყნდა:

უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, 23 ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა რუსული ძალების მიერ სამოქალაქო კოლონაზე თავდასხმის შედეგად, რომელიც ქალაქ ზაპოროჟიეს ტოვებდა.

"მტერმა სარაკეტო შეტევა განახორციელა ზაპოროჟიიდან გამოსასვლელ სამოქალაქო ჰუმანიტარულ კოლონაზე." - თქვა რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე სტარუხმა Telegram-ზე.

მისი თქმით, ხალხი რიგში იყო ნათესავების წასაყვანად, დახმარების მისაწოდებლად.

შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოებზე ჩანს დალეწილი მანქანები, რამდენიმე გვამი ქუჩაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი