რუსეთმა დნიპრო საკრუიზო რაკეტებით დაბომბა - დაიღუპა ერთი ადამიანი

გამოქვეყნდა:

რუსული საკრუიზო რაკეტები უკრაინის ქალაქ დნიპროში სატრანსპორტო კომპანიის საწყობს მოხვდა. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ცეცხლი გაუჩნდა ათობით ავტობუსს.

დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა, რომ დაშავებულია 5 ადამიანი.

"დაიწვა 52 ავტობუსი, დაზიანდა კიდევ 98. დაზიანდა რამდენიმე მაღალსართულიანი შენობა, გიმნაზია, მაღაზია და ადმინისტრაციული შენობები", - განაცხადა რეზნიჩენკომ.

გარდა ამისა, კირილო ტიმოშენკო, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე კიევში, ამბობს, რომ ორი რაკეტა ჩამოვარდა ამ ტერიტორიაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი