
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, ბენ უოლესი უკრაინის დედაქალაქში იმყოფებოდა. ვიზიტის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ გავრცელებულა. მინისტრმა პოსტი საკუთარ Twitter-ზე გამოაქვეყნა.
"მოხარული ვარ, რომ მოვინახულე ჩემი კარგი მეგობარი ოლექსი რეზნიკოვი ამ კვირაში კიევში, რათა განგვეხილა მეტი სამხედრო დახმარება და მხარდაჭერა უკრაინისთვის. ჩვენი მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში ძლიერდება და გაგრძელდება 2023 წლის განმავლობაში და შემდგომში!" - წერს მინისტრი.