
ზაპოროჟიეს რეგიონში, შაბათი, პირველი ოქტომბერი, გლოვის დღედ გამოცხადდა ჰუმანიტარულ კოლონაზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად.
თავდასხმა დღეს დილით მოხდა, როდესაც ოკუპანტებმა სამოქალაქო კოლონა დაბომბეს, რის შედეგადაც 25 ადამიანი დაიღუპა, 28 კი - დაშავდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ყველა დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეა. უკრაინა მომხდარს მორიგ ტერორისტულ აქტად აფასებს: