"რუსეთში ოთხი ახალი რეგიონია" - პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია გამოაცხადა

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი კრემლში უკრაინის ოთხი რეგიონის - ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ანექსირების ოფიციალურად გამოცხადების ღონისძიებაზე სიტყვით გამოდის. 

პუტინი ამბობს, რომ ოთხი უკრაინის რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შეერთება არის „მილიონობით ადამიანის არჩევანი“, რომლებსაც აქვთ „საერთო ისტორია“ რუსეთის ფედერაციასთან. მისივე მტკიცებით, საბჭოთა კავშირის „განადგურებამ“ „გაანადგურა კავშირები ქვეყნის სხვადასხვა ნაწილს შორის“.

მისი მტკიცებით, რუსეთი უზრუნველვყოფს ოკუპირებული 4 რეგიონის უსაფრთხოებას და დაეხმარება ინფრასტრუქტურის აღდგენაში.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი