EU პირობას დებს, რომ არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ, უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიას

გამოქვეყნდა:

ევროკავშირმა კატეგორიულად დაგმო რუსეთის ანექსია უკრაინაში და განაცხადა, რომ ის „არასდროს არ აღიარებს“ კრემლის „უკანონო ანექსიას“.

გაერთიანებამ კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ოფიციალურად მოაწერა ხელი უკრაინის ტერიტორიის თითქმის მეხუთედის უკანონო ანექსიას.

"ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ და ცალსახად ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების - დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების უკანონო ანექსიას“, - ნათქვამია ევროსაბჭოს წევრების სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

ევროკავშირი ასევე ამბობს, რომ  გააძლიერებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი