
საფრანგეთის ხელისუფლება გეგმავს გააუქმოს დანიის მიერ შეკვეთილი თვითმავალი საარტილერიო ნაწილების Caesar-ის ნაწილის მიწოდება დანიისთვის, რათა ისინი უკრაინას გადასცეს - ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საფრანგეთი ემზადება უკრაინას მიაწოდოს 6-დან 12-მდე ჰაუბიცა, რომელიც თავდაპირველად დანიისთვის იყო განკუთვნილი.
ინფორმაცია პრესაში საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონის, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისა და დანიის პრემიერ ფრედერიკსენს შორის, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ გავრცელდა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ოფიციალური კოპენჰაგენი მზადაა დათმოს ზოგიერთი ჰაუბიცა, რადგან ისინი ჯერ კიდევ ტექნიკურ ინსპექტირებას გადის და შესაძლოა სრულად არ აკმაყოფილებდეს დანიისთვის საჭირო მოთხოვნებს.
Le Monde -ს ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა შესაძლოა ეს გადაწყვეტილება 3 ოქტომბერს, ბერლინში, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრისას გამოაცხადოს.