"განვიხილეთ უკრაინის თავდაცვის საჭიროებების დაკმაყოფილების საკითხი" - ზალუჟნი აშშ-ს გენშტაბის უფროსს ესაუბრა

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ ამერიკის შეერთებული შტატების შტაბის უფროსთა გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარესთან, გენერალ მარკ მილისთან უკრაინის თავდაცვის ძალების უზრუნველყოფის საკითხი განიხილა.

ამის შესახებ ზალუჟნიმ ინფორმაცია Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

"დღეს საღამოს მე მქონდა სატელეფონო საუბარი შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბის უფროსებთან, გენერალ მარკ მილისთან. განვიხილეთ უკრაინის თავდაცვის ძალების საჭიროებების დაკმაყოფილების საკითხი რუსული შეიარაღებული აგრესიის მოგერიებისთვის", - განაცხადა მან. 

ზალუჟნიმ დასძინა, რომ მადლიერია მთელი ამერიკელი ხალხისა და მათი ლიდერების თანმიმდევრული და ურყევი მხარდაჭერისთვის უკრაინისადმი ამ რთულ დროს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი