პესკოვი ვერ ამბობს რა საზღვრებში გამოაცხადა კრემლმა ხერსონისა და ზაპოროჟიეს ანექსია

გამოქვეყნდა:

კრემლის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ ჯერ დადგენილი არაა ზუსტი საზღვრები სადაც ხერსონისა და ზაპოროჟიეს ანექსია გამოცხადა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან თქვა, რომ რუსეთი კონსულტაციებს აგრძელებს.

"ნაწილობრივი დაზუსტება უკვე მოვიდა [საზღვრების საკითხზე], ნაკლებად იურიდიულ ენაზე გეტყვით. ლუგანსკი და დონეცკი არის 2014 წლის საზღვრები. ხერსონი და ზაპოროჟიე - ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ამ რეგიონების მოსახლეობასთან საზღვრებზე", - განაცხადა პესკოვმა.

პესკოვმა არ უპასუხა კითხვაზე, თუ ვის ეკუთვნის ტერიტორიები, რომლებიც უკრაინიშ შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ რჩება.

"კონკრეტულად რომელ [ტერიტორიებზე]? ახლა ამ [საკითხზე] მეტი არაფერი მაქვს დასამატებელი", - თქვა პესკოვმა.

მისივე თქმით, ოკუპირებული ხერსონისა და ზაპოროჟიეს საზღვრების დასადგენად "რეფერენდუმების" ხელახლა ჩატარება ჯერ არ იგეგმება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი