კრემლის ანექსიას უკრაინული არმია ხერსონის ოლქის დასახლებების გათავისუფლებით პასუხობს. ბოლო 48 საათის განმავლობაში სამხედროებმა დროებით ოკუპირებული რეგიონის სიღრმეში 30 კილომეტრით გადაინაცვლეს და კონტროლი ათამდე სოფელზე დაიბრუნეს.
სულ უფრო რთულდება ვითარება საოკუპაციო ჯარში, ვრცელდება ვიდეოკადრები საიდანაც ცნობილი ხდება რომ სარდლობისგან მიტოვებული ჯარისკაცები ისევ გარბიან ბრძოლის ველიდან, ასევე უკიდურესად მძიმეა იმ მოქალაქეების მდგომარეობა, რომლებიც მობილიზაციის შემდეგ ღია ცის ქვეშ დატოვეს.
უახლოეს მომავალში რუსეთ-უკრაინის ომში კიდევ ერთ მნიშვნელოვან გარდატეხას ელოდება დასავლეთი და დარწმუნებულია, რომ ლენდ ლიზის ამოქმედება უკრაინის პოზიციებს კიდევ უფრო გაამყარებს.