ოკუპანტები კუპიანსკის ჰოსპიტალს თავს დაესხნენ | არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

რუსი ოუპანტები კუპიანსკის რაიონში მდებარე ჰოსპიტალს თავს დაესხნენ, გარდაიცვალა ანესთეზიოლოგი -  ინფორმაციას ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.

"სამწუხაროდ, გარდაიცვალა ანესთეზიოლოგი, დაშავდა ერთი ექთანი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე ზუსტდება", - წერს ის.

მისივე თქმით, საავადმყოფოს შენობა პირველიდან მეოთხე სართულამდე თითქმის მთლიანად დანგრეულია.

ადგილზე მაშველები და სამართალდამცავები მუშაობენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი