პუტინი ცდილობს ხარკოვის რეგიონში წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობა სხვებს გადააბრალოს - ISW

გამოქვეყნდა:

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ინფორმაციით, ლიმანისა და ხერსონის ოლქში უკრაინული ძალები მნიშვნელოვან წინსვლას აგრძელებენ.

ანალიტიკური ცენტრი უკრაინულ და რუსულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინულმა ჯარებმა მნიშვნელოვან გარღვევებს მიაღწიეს ჩრდილოეთ ხერსონის ოლქში. ყოველდღიურ მიმოხილვაში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინული ჯარები აგრძელებენ ლიმანის აღმოსავლეთით დარტყმას და შესაძლოა გაარღვიეს ლუგანსკის ოლქის საზღვარი კრემინას მიმართულებით.

გარდა ამისა, უწყება წერს, რომ ფრონტის ხაზის ამ მონაკვეთებზე, რუსეთს განთავსებული ჰყავს არმიაში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიჩნეული 144-ე მოტომსროლელი დივიზია და 76-ე საჰაერო-სადესანტო დივიზია.

ანალიტიკური ცენტრის ინფორმაციით,  რუსეთის თავდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებებით პუტინი ცდილობს ხარკოვის რეგიონში რუსი სამხედროების ბოლო წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობა სხვას გადააბრალოს.

ISW-ის ცნობით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს დასავლეთ სამხედრო ოლქში ახალი მეთაური დაინიშნა - გენერალ-ლეიტენანტი რომან ბერდნიკოვი, რომელმაც ამ თანამდებობაზე ალექსანდრე ჟურავლევი შეცვალა.

ISW აღნიშნავს, რომ ამ გზით პუტინი შესაძლოა ცდილობდეს, რომ პასუხისმგებლობა რუსეთის მომავალ დანაკარგებზე ხარკოვსა და შესაძლოა ლუგანსკის რაიონებში ახლად დანიშნულ ბერდნიკოვზე გადაიტანოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი