დღეს ბრალდების მხარისგან ისევ მოვისმენთ, რომ საქმეში არ არსებობს დაზარალებული, მომჩივანი და ნიკა მაინც პატიმარია - სოფო ლილუაშვილი

გამოქვეყნდა:

სააპელაციო სასამართლოში, სადაც ცოტა ხანში, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის პროცესი დაიწყება, ნიკა გვარამიას მეუღლე მივიდა.

სოფო ლილუაშვილის თქმით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ დღეს სასამართლო მისი გათავისუფლების გადაწყვეტილებას მიიღებს.

"ხუთი თვე გავიდა ნიკას პატიმრობიდან და ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ჩემთან ერთად ჰგონია, რომ ნიკა უკანონო პატიმარია, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო და ვუთხრა, რომ დღეს თუ არა ძალიან მალე, ნიკა იქნება თავისუფალი და ჩვენ ყველანი ვიქნებით თავისუფლები. ამაზე მეტყველებს, ჩვენი საერთაშორისო მეგობრების დამოკიდებულება ნიკა საქმისადმი, რომლებიც ჩემთან ერთად თვლიან, რომ ნიკა არის უკანონო და პოლიტიკური პატიმარი. სამწუხაროდ, არანაირი პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს, ვთვლი, რომ დღეს ბრალდების მხარისგან ისევ მოვისმენთ, რომ საქმეში არ არსებობს დაზარალებული, მომჩივანი და ნიკა მაინც პატიმარია. თუ სააპელაციოს მოსამართლეები მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას, ძალიან გამიხარდება", - თქვა სოფო ლილუაშვილმა.

ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი