"უკრაინისთვის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების მიწოდება მსოფლიო კონფლიქტის ესკალაციას დააჩქარებს" | მედვედევი

გამოქვეყნდა:

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის თქმით, უკრაინისთვის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების მიწოდება მსოფლიო კონფლიქტის ესკალაციას დააჩქარებს.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს და წერს, რომ მედვედევი ნატოს ხელმძღვანელობას და აშშ-ს ურჩევს, გონივრულად იფიქრონ და არსებული რისკები შეაფასონ.

"უსწრაფესი გზა უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციისთვის მსოფლიო ომის შეუქცევად შედეგებამდე არის კიევისთვის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების მიწოდება" - ამბობს მედვედევი.

შეგახსენებთ, რომ  აშშ ემზადება გამოაცხადოს უკრაინისთვის კიდევ 625 მლნ დოლარის დახმარების პაკეტი, რომელიც მოიცავს კიდევ ოთხ სარაკეტო სისტემას, რომელიც ცნობილია როგორც მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა (HIMARS), ასევე დამატებით ჰაუბიცებსა და საბრძოლო მასალას.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი