გვაქვს მკაფიო დავალება პრეზიდენტისგან, გავაკეთოთ ყველაფერი, რომ უკრაინის ცა ჩაიკეტოს - ერმაკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკი თქმით, რამშტეინის მორიგი შეხვედრა უკრაინისთვის ისტორიულია, რადგან სწორედ ამ შეხვედრაზე მიიღება გადაწყვეტილება უკრაინის ცის ჩაკეტვის შესახებ.

"მორიგი რამშტაინი. ჩვენთვის ისტორიული, რადგან მიიღება გადაწყვეტილებები ჩვენი ცის ჩაკეტვის შესახებ. სწორედ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის თანამედროვე სისტემები იყო ჩვენი საუბრების მთავარი თემა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწესთან ჯეიკ სალივანთან. დღეს მტრის ტაქტიკა იცვლება. გვაქვს მკაფიო დავალება პრეზიდენტისგან - გავაკეთოთ ყველაფერი, რომ უკრაინის ცა ჩაიკეტოს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა გვაცნობა რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემები შეხვედრის პირველი საკითხია. ჩვენ უკვე მივიღეთ "ირის-ტე", მაგრამ გვჭირდება უფრო მეტი, რათა გავაფართოოთ თავდაცვა და გავანეიტრალოთ უფრო მეტი რუსული საჰაერო საფრთხე", - ამბობს ანდრეი ერმაკი.  

ცნობისთბის, ლოიდ ოსტინის თქმით აშშ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს მაქსიმალურად სწრაფად მიაწვდის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი