
უკრაინის ქალაქ მიკოლაევში, სადაც რუსეთმა საცხოვრებელი კორპუსი დაბომბა მაშველებმა 31 წლის კაცისა და 80 წლის ქალის ცხედრები ამოიყვანეს. ინფორმაცია მერმა გაავრცელა. ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
"ჯერჯერობით, მაშველებმა ორი დაღუპული მოსახლის ცხედარი ამოიყვანეს", - თქვა ოლეკსანდრ სენკევიჩმა ტელეგრამის არხზე.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ კიდევ ხუთი ადამიანი რჩება.
მანამდე მშველებმა ნანგრევებიდან 11 წლის ბიჭის ამოყვანა შეძლეს.