CNN-ის ცნობით, ირანი ისევ ამტკიცებს, რომ რუსეთისთვის კამიკაძე დრონები არ გადაუცია

გამოქვეყნდა:

ირანი ისევ ამტკიცებს, რომ რუსეთისთვის კამიკაძე დრონები არ მიუწოდებია, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მთავარ წარმომადგენელთან ჯოზეფ ბორელთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მისი ქვეყანა დაჟინებით მოითხოვს „ნეიტრალიტეტის პოზიციას რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომთან დაკავშირებით“.

"ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ არ მიაწოდა და არ მიაწვდის იარაღს უკრაინის ომში გამოსაყენებლად. ჩვენ გვჯერა, რომ კრიზისის თითოეული მხარის შეიარაღება გააგრძელებს ომს. ჩვენ არ მივიჩნიეთ და არ მიგვაჩნია ომი სწორ გზად. ან უკრაინაში, ან ავღანეთში, სირიასა და იემენში", - ამბობს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ცნობისთვის, 2022 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ირანის მხრიდან ათასი კამიკაძე დრონი შეიძინა. ოფიციალურად კი, ირანი აგრძელებს რუსეთის ფედერაციისთვის დრონების მიწოდების უარყოფას.

უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთმა ირანიდან 2400 დრონი შეუკვეთა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი