Politico: პენტაგონი უკრაინაში მასკის Starlink-ის დაფინანსებას განიხილავს

გამოქვეყნდა:

პენტაგონი განიხილავს, დააფინანსოს უკრაინაში ილონ მასკის Starlink, რომელიც უკრაინელ სამხედროებს ნავიგაციასა და კომუნიკაციაში ეხმარება. ამის შესახებ გამოცემა Politico ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს. 

მათი ინფორმაციით, დაფინანსების სავარაუდო წყარო იქნება შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის უკრაინის უსაფრთხოების ინიციატივა, რომელიც რუსეთთან ომში კიევის მხარდასაჭერად შეიქმნა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი