
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის მოთხოვნა ირანის სამხედრო დახმარების შესახებ, მისი გაკოტრების აღიარებაა.
"ის ფაქტი, რომ რუსეთმა ირანს ასეთი დახმარებისთვის მიმართა, კრემლის მიერ მისი სამხედრო-პოლიტიკური გაკოტრების აღიარებაა. ათწლეულების განმავლობაში ისინი მილიარდობით დოლარს ხარჯავდნენ თავიანთ სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსზე და ბოლოს თეირანს თაყვანს სცემდნენ, რომ საკმაოდ მარტივი ყოფილიყო მათთის თვითმფრინავები და რაკეტები", - აცხადებს ზელენსკი.
მისივე თქმით, ირანის სამხედრო დახმარება რუსეთს სტრატეგიულად მაინც ვერ დაეხმარება და მხოლოდ დამატებით დაუმტკიცებს მსოფლიოს, რომ "დაკარგვის ტრაექტორიაზე მყოფი რუსეთი შიშით ცდილობს სხვის ჩათრევას თავის თანამზრახველებში".
შეგახსენებთ, რომ Reuters-მა ირანულ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთს დრონების გარდა, რაკეტების მიწოდებას დაჰპირდა.
ამის პარალელურად ოფიციალურმა თეირანმა ისევ უარყო, რომ რუსეთისთვის დრონებისა და რაკეტების მიწოდებას გეგმავს.